
მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის გამდიდრებას, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
სულ ახლახან, საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებით, სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული ვიქტორინა, რომელშიც მე-8 კლასის ოთხი გუნდი მონაწილეობდა.
ვიქტორინა მოიცავდა ოთხ კატეგორიას: „სინდრომები“, „IQ“, „ბიორაგი“ „ქვეწარმავლები“.
ვიქტორინა ძალზედ საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ზოგადი და სასკოლო ცოდნის შემოწმება, ლოგიკური აზროვნების, გუნდური მუშაობისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის განვითარება.
იხილეთ ფოტოები: