
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები საგნებთან ერთად მოსწავლეებს ასწავლიან საკუთარი უფლებების დაცვასა და სხვათა პატივისცემას, ურთიერთპატივისცემასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას.
ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად გამოეხმაურნენ ტოლერანტობისა (16 ნოემბერი) და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეებს (25 ნოემბერი).
მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის მხარდაჭერით, ინგლისურენოვანი ღონისძიება გამართეს. ღონისძიებაში ასევე აქტიურდ იყვნენ ჩართულნი მე-8 კლასის დამრიგებელი მზია არაბული და ისტორიის მასწავლებელი მანანა შაინიძე.
მოსწავლეებმა საინტერესო თემატური პლაკატები შექმნეს და თემის გარშემო მეტად საინტერესოდ ისაუბრეს.
სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საინტერესო ღონისძიებისთვის.
იხილეთ ფოტოები: