ფოთის N7 სკოლაში მე-7 კლასელი დაჩი თავართქილაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო
27-11-2026

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი ნიჭის, უნარებისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, სკოლის დერეფანში გამოიფინა ნახატები, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავდა. ეს კლასის ხელმძღვანელის - მაკა ბულუხიას ორგანიზებით მოწყობილი მე-7ა კლასის მოსწავლის - დაჩი თავართქილაძის პერსონალური გამოფენა იყო.

„ყველა ბავშვი უნიკალურია და მასში არის ინდივიდუალური ნიჭი ან უნარი, რომელსაც წახალისება უნდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

დღის დასკვნით ნაწილში დაჩის მეგობრებმა, ხელოვნების სასწავლებლიდან მოწვეულმა მისმა მასწავლებელმა ნინო კურტანიძემ ისაუბრეს დაჩის პერსონასა და მის საინტერესო ხედვებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203