ფოთის N7 სკოლაში საერთაშორისო კამპანიას - „Orange the World“, სამი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა
26-11-2026

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში საერთაშორისო ნარინჯისფერი კამპანიის - „Orange the World“ - ფარგლებში სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელმაც სამი საგანი - ხელოვნება, მოქალაქეობა და გერმანული ენა - ერთი მნიშვნელოვანი იდეის გარშემო გააერთიანა.

მოსწავლეებმა ძალადობა დაგმეს, პედაგოგებმა კი მოსწავლეებს გენდერული თანასწორობისა და სხვათა უფლებების დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობა შეახსენეს. 

„ხელოვნება სათქმელისა და ემოციების გამოხატვის საშუალებაა; მოქალაქეობა ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გააზრებას უწყობს ხელს; გერმანული ენა კი შესაძლებლობას გვაძლევს, გავეცნოთ გერმანიის გამოცდილებას და საერთო სათქმელი საერთაშორისო სივრცეს დავუკავშიროთ. სამი განსხვავებული საგანი და ერთი საერთო მიზანი: ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ჰუმანური ღირებულებების დამკვიდრება. ნარინჯისფერი იმედისა და ნათელი მომავლის სიმბოლოა - მომავლის, სადაც ძალადობის ადგილი არ არის. ერთად ძალადობისგან თავისუფალი სამყაროსთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან. 

საერთაშორისო ნარინჯისფერი კამპანია ქალთა მიმართ და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური 16-დღიანი ინიციატივაა, რომელიც 25 ნოემბერს იწყება და ცნობიერების ამაღლებასა და სოლიდარობის გამოხატვას ისახავს მიზნად.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203