სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რთველი საკლასო ოთახში გადმოიტანეს 
26-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლა მე-6 კლასელებმა საკლასო ოთახში რთველის ტრადიციები გააცოცხლეს. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენისა და „ჩვენი საქართველოს“ ინტეგრირებით საინტერესო საშემოდგომო ღონისძიება გამართეს და დიდი სიხარულითა და მონდომებით მოამზადეს ქართული ტრადიციული ტკბილეული - ჩურჩხელა.

მოსწავლეებმა თავად მიიღეს მონაწილეობა ჩურჩხელის მომზადების პროცესში, დააგემოვნეს საკუთარი ხელით დამზადებული ტკბილეული და სტუმრებსაც გაუმასპინძლდნენ.

მათ ისაუბრეს რთველზე, ყურძნის კრეფის პროცესსა და იმ საინტერესო ტრადიციებზე, რომლებიც ქართველებს რთველის დროს აქვთ. ასევე, მოამზადეს და წარმოადგინეს რეკლამები ღვინის სხვადასხვა სახეობის შესახებ.

აქტივობა იყო საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი. მოსწავლეებმა უკეთ გაიცნეს ქართული ტრადიციები, კულტურა და კულინარიული მემკვიდრეობა.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მიღებული შთაბეჭდილებები და ცოდნა ქართული ტრადიციული ცეკვით შეაჯამეს, რითაც კიდევ უფრო გაალამაზეს და გაახალისეს ეს დღე.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებელი - ნუნე ჩოგანდარიანი და ბეღექ მანასიანი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203