ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში შემოქმედებითი წრე - „მარჯვე ხელები“, წარმატებით მუშაობს
27-11-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. გიმნაზიაში წარმატებით მუშაობს შემოქმედებითი წრე „მარჯვე ხელები“.

აქტიურ და ნაყოფიერ საქმიანობას აგრძელებს წრის ხელმძღვანელი ნინო ვერულუძე​, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, ესთეტიკური გემოვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაა.

წრის ფარგლებში დასრულდა ჩანთების შექმნისა და მხატვრული გაფორმების ეტაპი. მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოყენებით შექმნეს ორიგინალური ნამუშევრები, რომლებშიც ინდივიდუალური ხედვა და შრომისმოყვარეობა ნათლად გამოვლინდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემოქმედებითი საქმიანობის მომდევნო ეტაპი სამაჯურებისა და სხვადასხვა აქსესუარის დამზადებასა და დეკორირებას დაეთმობა. ახალი თემატიკა მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, გამოავლინონ საკუთარი ინდივიდუალობა, განავითარონ ხელსაქმის ტექნიკა და ყოველდღიური ნივთები განსაკუთრებულ, ესთეტიკურ ნამუშევრებად აქციონ.

„მარჯვე ხელები“ არის სივრცე, სადაც შრომა, ფანტაზია და შემოქმედებითი ძიება ერთმანეთს ერწყმის, ხოლო თითოეული ნამუშევარი მოსწავლის მონდომებისა და შესაძლებლობების გამოხატულებად იქცევა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203