
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ლავინ ბარბარე იეთიში ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევითაა გამორჩეული. მიმდინარე სასწავლო წელს მან წარმატებით გაიარა „Mind Up Olympiad - Season III“-ის ყველა შესარჩევი ეტაპი და ოლიმპიადის ფინალისტის საპატიო წოდება დაიმსახურა.
ოლიმპიადა ორგანიზებული იყო „Mind Up Georgia“-ს მიერ, ოქსფორდის საერთაშორისო კვლევების კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
2026 წლის შემოდგომის სეზონის განმავლობაში ბარბარემ გამოავლინა ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე, მკაფიო კომუნიკაციის უნარი და თავდაჯერებული პრეზენტაციის ნიჭი. მოსწავლეს მიღწეული შედეგისთვის შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
იგი თავისი ასაკობრივი კატეგორიის ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილედ დასახელდა. მისი ინგლისური ენის პედაგოგი მაია ჟვანია გახლავთ.
სკოლაში მოსწავლის მორიგი წარმატებით ხარობენ და აღნიშნავენ, რომ ეს წარმატება მისი ცოდნის, შრომისმოყვარეობის, მიზანდასახულობისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის დასტურია.
ბარბარეს წარმატება განსაკუთრებული სიხარულისა და სიამაყის საფუძველია მისი თანაკლასელების, მასწავლებლებისა და მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და ვუსურვებთ ახალ გამარჯვებებს, შემდგომ წინსვლასა და წარმატებულ მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: