
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში.
მათ შორის სკოლის მოსწავლეები პროგრამაში -„SMART კახეთი“ მონაწილეობდნენ.
პროექტს - გიორგი ხარებაშვილი, ვასო ბეჟიტაშვილი, სოფო ბეჟიტაშვილი და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ნატო ქიტესაშვილი შეუერთდნენ.
ერთი თვის განმავლობაში მოსწავლეები, GITA-ს ინიციატივით რეგიონული გამოწვევების საპასუხო იდეების შექმნასა და დემო დღეზე წარდგენაში მონაწილეობდნენ.
პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებითა და ახმეტის, ყვარლის, საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებთან პარტნიორობით განხორციელდა. ინიციატივა მიზნად ისახავდა რეგიონში ინოვაციური აზროვნების განვითარებას, ახალგაზრდების იდეების მხარდაჭერასა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.
საბუეს საჯარო სკოლა ულოცავს მონაწილეებს წარმატებულ ჩართულობას და უსურვებს შემდგომ წინსვლას ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით.
იხილეთ ფოტოები: