„აირჩიე პროფესია” - შორაპნის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
26-11-2026

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. ამ მიზნით პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. 

აღსანიშნავია, IIIა კლასში განხორციელებული პროექტი - „აირჩიე პროფესია”

რომლის მიზანი იყო, სხვადასხვა პროფესიების გაცნობა და მისი მნიშვნელობის გააზრება.

მოსწავლეებმა მოამზადეს ნახატები, ისაუბრეს მათთვის საინტერესო პროფესიებზე და წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია როლურმა თამაშმა - ბავშვებმა ექიმის, მასწავლებლის, პოლიციელის, მეხანძრის, სენსეის, ფეხბურთელისა და სხვა პროფესიის წარმომადგენელთა როლები მოირგეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას. ბავშვებმა გააცნობიერეს, რომ ყველა პროფესია მნიშვნელოვანია და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ადგილი უკავია საზოგადოების ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203