ლატალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს 
26-11-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.  

27 ოქტომბერს, დიდი ქართველი განმანათლებლისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. თარიღს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობით გამოეხმაურნენ. 

პირველკლასელებმა - ანანო ფირცხელანმა და კატო გირგვლიანმა დედაენის შემქმნელის დაბადების დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

პედაგოგი მანანა წერედიანი პატარებს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ესაუბრა და აღნიშნა მისი როლი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში. პატარებმა კი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203