ჩამდურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
25-11-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საზეიმოდ დაიწყეს. 

პატარებმა პირველი ასო-ბგერები - „აი ია“ ისწავლეს და წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს. ამ მნიშვნელოვან ეტაპს კლასში თბილი და სადღესასწაულო ღონისძიება მიეძღვნა, რომლითაც პატარები ქართული ანბანის შემობრძანებას მიესალმნენ. 

პედაგოგმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი - სასწავლო-შემეცნებითთან ერთად საზეიმო და შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა და პატარებს პირველი საანბანო გაკვეთილი დღესასწაუალდ უქცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203