გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი და ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
25-11-2026

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნამდვილი საშემოდგომო ფესტივალი მოაწყვეს.

ღონისძიებამ შემოდგომის მრავალფეროვნება, ამ სეზონისთვის დამახასიათებელი განწყობა და მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობები გააერთიანა.

ფესტივალის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საზეიმო ნომრები წარუდგინეს. ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური და მხატვრული გამოსვლებით.

სკოლის ეზოში შექმნილმა საშემოდგომო გარემომ კი ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა. 

„გომაროს საჯარო სკოლაში შემოდგომა განსაკუთრებულად, მრავალფეროვანი და ლამაზი ღონისძიებით გავაცილეთ!

ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს თავიანთი ნიჭი, ენთუზიაზმი და შემოდგომის ფერების სიყვარული. დღე სავსე იყო ემოციებით, შემოქმედებითი განწყობითა და სითბოთი.

დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს ამ დაუვიწყარი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203