ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ.
აღსანიშნავია, მე-6 კლასში ჩატარებული ქართული ენის გაკვეთილი, რომელიც მეტად საინტერესოდ, არგუმენტირებული მსჯელობითა და დისკუსიით წარიმართა.
სადისკუსიო თემა იყო - დიდ სკოლაში სწავლა უკეთესია თუ პატარაში.
მე-6 კლასელებმა თემაზე პრეზენტაციები მოამზადეს, საკუთარი პოზიცია კლასის წინაშე გააჟღერეს და მოსაზრებები ლოგიკური მსჯელობითა და მტკიცებულებებით გაამყარეს.
ბავშვებმა საინტერესოდ იმსჯელეს და საკუთარი აზრი არგუმენტირებულად წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: