
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იმდიდრებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
მათ შორის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო და აქტუალურ თემებზე გამართულ მუნიციპალურ კონფერენციაში, რომლის მთავარი საკითხები იყო - ხელოვნური ინტელექტის გავლენა თანამედროვე სამყაროზე; გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში; მედიაწიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში.
სკოლაში ახარებთ ღონისძიებაში მოსწავლეთა ჩართულობა და აღნიშნავენ რომ დღეს, როდესაც ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ შევწყვიტოთ სწავლა, განვითარება და სიახლეებთან ადაპტირება.
„მოსწავლეები თავად იყვნენ ჩართული საკითხის ირგვლივ კვლევა-ძიებაში და რაც მათ დაეხმარათ, გააზრებაში, რომ ხელოვნური ინტელექტი უამრავ შესაძლებლობის მინიჭებასთან ერთად გვაყენებს ახალ გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე.
სწორედ ამიტომ, კრიტიკული აზროვნება, ინფორმაციის სწორად გაანალიზება და მედიაწიგნიერება თანამედროვე ადამიანის აუცილებელი უნარებია.
ასევე, ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს ნუცა გირგვლიანს „ბიბლუსის“ სამ რჩეული მოსწავლის ნომინაციაში გამარჯვებას და რიგით მეორე მოსწავლედ დასახელებას.
მადლობა, ორგანიზატორს - სიფიო ქუხილავას, მომხსენებლებსა და თითოეულ მონაწილეს საინტერესო შეხვედრისა და გამოცდილების გაზიარებისთვის! განათლება მუდმივი განვითარებაა, განვითარება კი - წინსვლის საწინდარი!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: