ლატალის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მრავალფეროვანი, შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს
25-11-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს დიდი ქართველი წინაპრების მემკვიდრეობაზე ზრდიან. 

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დიდი ქართველი განმანათლებლისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე. 

ამ ლამაზ დღეს პატარა მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩაატარეს: გააფერადეს თემატური ილუსტრაციები, დაუწერეს გულითადი წერილები დედაენის შემქმნელს და თავიანთი პატარა სიტყვებით გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა. 

აქტივობებს ქართული ენის პედაგოგი სოფიო სუხიშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203