
წელს ჩვენი ქვეყანა საქართველოს ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან თარიღს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ.
გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები და სიმღერები, წარმოაჩინეს ქრისტიანობის ისტორიული და სულიერი მნიშვნელობა და ისაუბრეს ქრისტიანულ ღირებულებებზე.
„ჩვენ ჯერ პატარები ვართ, მაგრამ უკვე ვიცით, როგორი ძვირფასია ჩვენი ისტორია და სამშობლო!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მანანა წერედიანი.
იხილეთ ვიდეო: