ეშტიის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი დიდი დღესასწაული - პატარებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
25-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ენის ანბანის სწავლის დაწყება იზეიმეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პირველი საანბანო ღონისძიება იქცა სიხარულის, საზეიმო განწყობისა და დაუვიწყარი წუთების ლამაზ დღესასწაულად.

ღონისძიება გამოირჩა დამრიგებლის თავდადებული და შემოქმედებითი ორგანიზებით, ბავშვების აქტიური მონაწილეობითა და მშობლების თბილი, უშუალო ჩართულობით.

განსაკუთრებით სასიხარულო იყო მშობლების აქტიური მონაწილეობის, მხარდაჭერისა და ერთობლივი ძალისხმევის დანახვა, რამაც ეს დღე ძალიან გაალამაზა.

სკოლის დირექტორმა მიულოცა და გულითადი მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს, კარმენ გომციანს გაწეული შრომისთვის, მშობლებს - თანამშრომლობისთვის, ხოლო ჩვენს პირველკლასელებს - გულწრფელი ემოციებისა და შესანიშნავი გამოსვლებისთვის.

„დაე, „ა“ ასოდან დაწყებული მათი ცოდნის გზა იყოს ნათელი, საინტერესო და წარმატებებით სავსე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203