მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე აპლიკანტთა 67%-ზე მეტი გამოცხადდა
20-07-2018
დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები გამოცდებს შემდეგ საგნებში აბარებენ - ქართული როგორც მეორე ენა, უცხოური ენა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 67%-ზე მეტი გამოცხადდა.

მათივე მონაცემებით, მასწავლებელთა გამოცდაზე ჯამში დაახლოებით 20 950 აპლიკანტია დარეგისტრირებული. აქედან ნაწილი მოქმედი მასწავლებელია, ნაწილი კი მასწავლებლობის მსურველი.

იხილეთ საგნების მიხედვით აპლიკანტთა განაწილება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203