თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ
25-11-2026

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

მე-4 კლასელები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ და დაათვალიერეს ისტორიული შენობა, გაეცნენ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიასა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას. 

ვიზიტორებმა ექსკურსიის ფარგლებში, თანმხლები პირის დახმარებით, ნახეს პარლამენტის სხვადასხვა დარბაზი და მიიღეს ამომწურავი, ისტორიული ინფორმაცია.

„ეს არის შესაძლებლობა, მოსწავლეებმა საკუთარი თვალით ნახონ: პლენარულ სხდომათა დარბაზი, სადაც ქვეყნის კანონები მიიღება, საკომიტეტო დარბაზები და პარლამენტის სამუშაო სივრცეები, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პარლამენტარიზმის მუზეუმი, იუნკერთა მემორიალი“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პარლამენტში სტუმრობა მოსწავლეებისთვის იყო საინტერესო, შემეცნებითი და ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოცდილება.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203