
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ხოტბა შეასხეს, სიამაყით აღნიშნეს თუ რაოდენ ბარაქიანი და ლამაზია შემოდგომა საქართველოში.
მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები და წარმოადგინეს საინტერესო ინსცენირებები.
ბავშვებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმატებით წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: