
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
მე-4 კლასში გაიმართა თბილი და დაუვიწყარი სანახაობა სახელწოდებით -„ოქროსფერი შემოდგომა“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და შემოდგომას ხოტბა შეასხეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოდგომისადმი მიძღვნილი ლამაზი ლექსები, მხიარული სიმღერები, ლამაზი ცეკვები და საინტერესო ინსცენირებები.
საკლასო ოთახი მორთული იყო ოქროსფერი ფოთლებით, შემოდგომის ხილითა და ბოსტნეულით, ხოლო ყველას გულში სადღესასწაულო, თბილი და მხიარული განწყობა სუფევდა.
„შემოდგომამ ჩვენს კლასში ოქროსფერი ფოთლები, მზის თბილი სხივები და უხვი მოსავალი მოიტანა, ჩვენმა პატარებმა კი ეს დღე თავიანთი ნათელი ღიმილით, წკრიალა ხმებითა და დიდი სიყვარულით გაალამაზეს. ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ოქროსფერ, თბილ და ლამაზ მოგონებად“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანლი, კლასის დამრიგებელი რ. თევანიანი.
იხილეთ ფოტოები: