„აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება - კანონპროექტში ეს ჩანაწერი არსებობს“
26-11-2026

გამოყოფილია მნიშვნელოვანი თანხები საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის- ეს ეხება სკოლებისა და ბაღების როგორც რეაბილიტაციას, ისე მშენებლობას,მ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სატელევიზიო ეთერში.

მისივე განმარტებით, საუბარია 620 მილიონ ლარზე:

„რეკორდული თანხაა გამოყოფილი - საუბარია 620 მილიონ ლარზე და ეს შესაძლებელია ფაქტობრივად იყოს გაორმაგება მიმდინარე წელს გახარჯულ თანხებთან შედარებით ამ მიმართულებით. გვაქვს მოლოდინი, ეს თანხა რაც გამოყოფილია სრულად იქნება ათვისებული შესაბამისი სტრუქტურების მიერ“, დასძინა ხუციშვილმა

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ 2027 წელს ხელფასები გაეზრდებათ 60 ათასზე მეტ პედაგოგსა და 40 ათასზე მეტ აღმზრდელს:

„ხელფასები გაეზრდებათ პედაგოგებსა და აღმზრდელებს და ეს ზრდა გაგრძელდება ყოველწლიურად. პროექტში არსებობს ჩანაწერი, რომ მათი, ასევე საჯარო მოხელეების, პოლიციელების, კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ანაზღაურება გაიზრდება ყოველწლიურად და უფრო მეტი იქნება, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203