
ვერ დაგეთანხმებით, რომ ხელფასები არ გაზრდილა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დეპუტატის კითხვის პასუხად.
მინისტრის განმარტებით, შარშან ანაზღაურება გაიზარდა 10 პროცენტით, ასევე წელს, ხოლო გაისად დაახლოებით 8.4 პროცენტიან ზრდაზეა საუბარი:
„ხელფასები არსებითად გაიზარდა შარშან 10 პროცენტით, წელსაც 10 პროცენტით, ხოლო მომავალ წელს დაახლოებით 8.4 პროცენტიანი მატება იგეგმება. რაც ჯამში 30 პროცენტს, დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.