წამი, რომელიც ცვლის მომავალს - „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს მათემატიკის ფინალური ოლიმპიადა იწყება
26-11-2026

წამი, როდესაც რთული, ერთი შეხედვით გადაუჭრელი ამოცანის წინაშე მდგარი მოსწავლე უეცრად სწორ გზას პოულობს და საკუთარ თავს ეუბნება - „მე ეს შევძელი!“ - მის მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება. მათემატიკა ხომ მხოლოდ ციფრები თუ ფორმულები კი არა, აზროვნების თავისუფლება, ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი და რწმენაა, რომ ნებისმიერ გამოწვევას აქვს ამოხსნა.

„ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს 2026 წლის შემოდგომის სეზონი საპასუხისმგებლო და ამაღელვებელ ეტაპს უახლოვდება - წინ მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადაა, რომელიც მოსწავლეებს რიცხვების ჯადოსნურ სამყაროში ეპატიჟება. მათემატიკის ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება.

რატომ არ უნდა გამოტოვოთ ეს შანსი? - კითხვას მარტივი პასუხი აქვს:

სიახლე - ასპარეზი პირველკლასელებსაც ეხსნებათ! წელს ოლიმპიადა I-XI კლასის ჩათვლით ტარდება, რაც ნიშნავს, რომ პატარებს სასკოლო ცხოვრების პირველივე ნაბიჯებიდან ეძლევათ სტიმული, შეიყვარონ მათემატიკა და ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები.

მეტი, ვიდრე უბრალოდ ტესტი: უნიკალური სტრუქტურის დავალებები არა დაზეპირებულ ცოდნას, არამედ ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, რაც მომავალი წარმატებების მთავარი საფუძველია.

მყისიერი შედეგი და თვითშეფასება: ტესტის დასრულებისთანავე მოსწავლე ხედავს ზუსტ ქულასა და დახარჯულ დროს, რაც მას საკუთარი პროგრესის ობიექტურად შეფასებაში ეხმარება.

დაფასებული მცდელობა: გამბედაობა უკვე პირველი გამარჯვებაა - სწორედ ამიტომ, ონლაინ სახელობითი სიგელი გადაეცემა ოლიმპიადის ყველა მონაწილეს.

აღიარება, რომელსაც მთელი ქვეყანა ხედავს: ოქროსა და ვერცხლის დიპლომის მფლობელის ვინაობა საჯაროდ ცხადდება „ეტალონის“ ოფიციალურ გვერდებზე, ხოლო უმაღლესი ქულის მფლობელთა წარმატების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია იგზავნება განათლების სამინისტროსა და მოსწავლის სკოლაში.

გახსოვდეთ: „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის შესაძლებლობა, გამოსცადოთ საკუთარი თავი, იამაყოთ მიღწეულით და გახდეთ დიდი ინტელექტუალური დღესასწაულის მონაწილე.

გადადგით ნაბიჯი ახალი გამარჯვებებისკენ - გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203