„ოქროსფერი შემოდგომა“ - შემოქმედებითი ღონისძიებების კვირეული ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში
24-11-2026

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში სკოლაში დასრულდა დაწყებითი კლასების კვირეული სახელწოდებით - „ოქროსფერი შემოდგომა“.

მთელი კვირის განმავლობაში სკოლაში იგრძნობოდა საშემოდგომო განწყობა, შემოქმედებითობა და პატარების დიდი ენთუზიაზმი.

კვირეულში განსაკუთრებული სიხარული და მღელვარება შემოიტანეს პირველი კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც სასკოლო ღონისძიებაში პირველად მიიღეს მონაწილეობა და თავიანთი პირველი ნაბიჯები გადადგეს სასკოლო სცენაზე.

კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი ნაწილი იყო მე-4 კლასის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ინსცენირებული სასამართლო პროცესი - „შემოდგომის გასამართლება“. პატარა „მოსამართლეებმა“, „ადვოკატებმა“, „პროკურორებმა“ და „მოწმეებმა“ იმდენად დამაჯერებლად და სახალისოდ ითამაშეს თავიანთი როლები, რომ დარბაზში ღიმილი და ტაში არ წყდებოდა. ბოლოს კი, რა თქმა უნდა, შემოდგომამ ყველა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ თავისი განსაკუთრებული სილამაზითა და სითბოთი ყველას გულს იგებს.

მოსწავლეებმა დიდი არტისტიზმით, იუმორითა და საინტერესო არგუმენტებით „გაარჩიეს“ შემოდგომის დადებითი და უარყოფითი მხარეები - წვიმიანი დღეებიდან და სიგრილიდან დაწყებული, ფერადი ფოთლებით, სავსე რთველითა და მყუდრო საღამოებით დამთავრებული.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი წარმოადგინეს საშემოდგომო ღონისძიება სახელწოდებით - „შემოდგომის ფერები“, სადაც კლასიკური და ხალხური მუსიკის ნიმუშების შესრულებით მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭი წარმოჩინდა.

მოსწავლეების მიერ წაკითხულმა მხატვრულმა ტექსტებმა, შემოდგომის განწყობა, სითბო და სილამაზე კიდევ უფრო ცოცხლად გადმოსცა.

მე-5 კლასელებმა დიდი პასუხისმგებლობით, ემოციითა და შემოქმედებითობით შექმნეს ნამდვილი შემოდგომის დღესასწაული.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგთა შემოქმედებითი მიდგომები. 

„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203