თბილისის N141 სკოლის მოსწავლე მარიამ ქუქიშვილი საერთაშორისო კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა 
24-11-2026

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

21 ნოემბერს, Teachers Community Georgia ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაში 7 ქვეყანა (აზერბაიჯანი, რუმინეთი, ხორვატია, თურქეთი, ტანზანია და სამხრეთ აფრიკა) მონაწილეობდა.

თბილისის N141 საჯარო სკოლის, IX კლასის მოსწავლე, მარიამ ქუქიშვილი კონფერენციაზე წარდგა მომხსენებლის სტატუსით. მან ინგლისურ ენაზე წარმოადგინა თემა: „ქართული დამწერლობა და ხელნაწერები“.  

მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია.

კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის მარიამი დაჯილდოვდა სერტიფიკატით.

„ვულოცავთ, მარიამს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ვამაყობთ, ჩვენი მოსწავლით და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას! N141 საჯარო სკოლა მადლობას უხდის კონფერენციის ორგანიზატორებს ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203