გორელოვკის N2 სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურეს
24-11-2026

14 ნოემბერი ბავშვების საყვარელი ავტორის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ. 

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია მისი ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ, ნახატებში გააცოცხლეს შვედი მწერლის მოთხრობის გმირები, „პეპიგრძელწინდა“, „კარლსონი“. მოსწავლეებმა განივითარეს შემოქმედებითი და წიგნიერების უნარ-ჩვევები და ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრულ სამყაროში სიხარულით იმოგზაურეს. 

ცნობილი შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ ,„ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიუელი ბავშვები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203