
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიას არა მხოლოდ თეორიულად, არამედ საინტერესო ცდებისა და პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით სწავლობენ.
მათი სასწავლო პროცესი ორიენტირებულია ექსპერიმენტებსა და პრაქტიკულ კვლევებზე, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, თავად აღმოაჩინონ ბუნების საიდუმლოებები და უკეთ გაიაზრონ მათ გარშემო არსებული გარემო. ბავშვები ქიმიურ მოვლენებს თავად იკვლევენ, რაც მათ სასწავლო მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მე-7 კლასელებმა ქიმიის გაკვეთილზე შექმნეს მოლეკულების ბურთულ - ღეროვანი მოდელები და შესანიშნავად წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და შემოქმედებითი უნარები.
„ჩემი ყოჩაღი მეშვიდეკლასელები!“- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ვიდეო: