
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლა დიდი სიხარულით შეუერთდა მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“.
პირველკლასელმა სახელობითი ნერგი დარგო. ხის ზრდა-გახარებას თავადვე დააკვირდება და უკეთ გაიაზრებს გარემოს დაცვის მნიშვნელობას.
ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ახარებთ ეკოინიციატივა.
„ახალი სიცოცხლე და პირველი ნაბიჯები! დღეს, ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული და ძალზე ემოციური დღე იყო - პროექტის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, პირველკლასელმა თავის ხელით ჩარგო პირველი მწვანე სიცოცხლე.
ეს პატარა ნერგი მხოლოდ მცენარე არ არის; ეს არის პასუხისმგებლობა, ზრუნვა და სიყვარული, რომელიც ჩვენს პატარასთან ერთად გაიზრდება და გაიფურჩქნება.
ვუსურვებთ მას, რომ მისი პირველი ნერგივით ლამაზი, მწვანე და ნაყოფიერი იყოს სკოლაში გატარებული თითოეული წელი!“, - აღნიშნავენ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: