
2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულოა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ, მოსწავლეები სკოლაში ფორმებით უკვე გამოცხადდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, II, III და IV კლასების მოსწავლეებმა პირველად მოირგეს სკოლის ახალი ფორმები, რამაც განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შეიტანა სკოლაში.
„ჩვენი პატარები ისედაც გამორჩეულები არიან, მაგრამ ამ ფორმებში კიდევ უფრო ელეგანტურები და სკოლის ნამდვილი პატარა გუნდის წევრები ჩანან.
ბავშვებო, გისურვებთ მხიარულ, წარმატებულ და ბევრი ახალი აღმოჩენებით სავსე დღეებს! წინ მნიშვნელოვანი ეტაპებია“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა ფოტოებს გვიზიარებენ.
იხილეთ ფოტოები: