
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, პედაგოგების - რიტა ოთარაშვილის, ნინო გელაშვილისა და ია ხატიაშვილის ორგანიზებით, განხორციელდა სასკოლო ინტეგრირებული, შემოქმედებით-შემეცნებითი პროექტი - „ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია“.
პროექტმა ერთიანად მოიცვა I-XII კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სასკოლო საზოგადოება.
ინიციატივის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი სიყვარულის გაღრმავება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის ხელშეწყობა და სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის განმტკიცება.
მოსწავლეებმა შექმნეს ულამაზესი ნახატები, პოსტერები და ხელნაკეთი ნამუშევრები, მოამზადეს მუსიკალური, თეატრალური და ქორეოგრაფიული ნომრები. მათ გამოავლინეს საკუთარი ნიჭი, შემოქმედებითობა, პასუხისმგებლობა და თანამშრომლობის უნარები.
ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს წამყვანებმა, XII კლასის მოსწავლეებმა - ანი ჯანხოთელმა და სალომე სარდალაშვილმა, ასევე X კლასის მოსწავლე ნატალია ხუციშვილმა.
მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა XI კლასის მოსწავლემ, „დიჯეი“ ნიკოლოზ თაგოშვილმა, ხოლო დაუვიწყარი წუთები ფოტოობიექტივში აღბეჭდა XI კლასის მოსწავლემ ლევან აბაშიძემ.
ღონისძიებაზე უმასპინძლეს საპატიო სტუმრებს. სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ამ შთამბეჭდავი ღონისძიების ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.
„ჩვენთვის დიდი პატივი იყო ღონისძიებაზე ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ქალბატონ მაკა ჯანაშვილისა და რესურსცენტრის თანამშრომლების, სოფელ სამთაწყაროს გამგებლის, ბატონ ჯემალ დიმიტრაძისა და სოფლის დეპუტატის, ბატონ მანუჩარ დუმბაძეს მასპინძლობა.
მადლობა მობრძანებისთვის, ყურადღებისა და ჩვენი მოსწავლეების სიხარულის გაზიარებისთვის!
უდიდესი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, რიტა ოთარაშვილს, ნინო გელაშვილსა და ია ხატიაშვილს! თქვენი დაუღალავი შრომა, შემოქმედებითი ხედვა, პასუხისმგებლობა და თითოეულ დეტალზე ზრუნვა ამ ულამაზესი დღის საფუძველი გახდა. მადლობა იმ სიყვარულისა და თავდადებისთვის, რომლითაც ბავშვებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეთ!
მადლობა სკოლის დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ ელენე გრიგორიადისს, მუდმივი თანადგომის, ორგანიზებულობისა და სასკოლო საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მადლობა I-XII კლასების თითოეულ დამრიგებელს, მასწავლებელსა და მოსწავლეს! თქვენი მონდომება, შემოქმედებითობა და ერთობლივი შრომა ამ დღის წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ძვირფას მშობლებს! თქვენი აქტიური ჩართულობის, მზრუნველობისა და გულითადი თანადგომის გარეშე ეს დღე ასეთი ლამაზი ვერ იქნებოდა. მადლობა თითოეული კლასის მშობლებს, რომლებმაც დრო, ენერგია და სიყვარული არ დაიშურეს.
განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ფატის და ქალბატონ თამარას, რომელთა ოქროს ხელებით მომზადებულმა უგემრიელესმა თათარამ ჩვენს დღესასწაულს ნამდვილი კახური შემოდგომის გემო შემატა!
სწორედ მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ის სილამაზე, რომელიც ამ დღეს ყველამ ერთად შევქმენით!
გულითადი მადლობა სკოლის დიასახლისებსა და მატერიალური უზრუნველყოფის ორგანიზატორს, ბატონ გურამ სარდალაშვილს, დაუღალავი შრომის, მუდმივი დახმარებისა და გვერდით დგომისთვის.
განსაკუთრებული მადლიერება სკოლის დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე ჩიტაურს! მადლობა თითოეული მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის, მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. თქვენი ხელმძღვანელობითა და მზრუნველობით სკოლაში იქმნება გარემო, სადაც ფასდება თითოეული ადამიანის შრომა, წახალისებულია შემოქმედებითი ინიციატივები და ძლიერდება სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობა.
მადლობა, რომ ყოველთვის ჩვენი სასკოლო ოჯახის გვერდით დგახართ!
ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სკოლის ნამდვილი ძალა ადამიანებშია, რომლებიც საერთო მიზნისთვის ერთიანდებიან, ერთმანეთს მხარს უჭერენ და სიყვარულით ქმნიან მომავალს.
მადლობა ყველას, ვინც ამ დაუვიწყარი დღესასწაულის შექმნაში მონაწილეობდა!
გვეამაყება ჩვენი მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და მთელი ჩვენი სასკოლო ოჯახი!
ეს ჩვენი შემოდგომაა, ჩვენი შრომით, სიყვარულითა და ერთიანობით შექმნილი!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: