თბილისის N108 საჯარო სკოლას ციფრული განათლებისა და უსაფრთხოების ელჩის სტატუსი მიენიჭა
24-11-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

მე-7 კლასელთა გუნდი - მარიამ აბრამიშვილის, ლევან ხოზრევანიძის, ლუკა ძარიას, ალექსანდრე ქალიაშვილის, ანამარია ჯანიაშვილის შემადგენლობითა და ისტ-ის პედაგოგ ირინა მარკოზაშვილის მენტორობით, საერთაშორისო ჰიბრიდულ საგანმანათლებლო კონფერენციაში “ კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი (AI) განათლებაში” მონაწილეობდა. 

გუნდმა კონფერეცნიაზე წარადგინა საინტერესო მოხსენება: „AI დეზინფორმაცია და მედიაწიგნიერება: „როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ცრუ ინფორმაციისა და AI-ით შექმნილი ყალბი ფოტო/ვიდეო/ხმოვანი (Deepfake) კონტენტის ამოცნობა, ფაქტების გადამოწმება (Fact-Checking) და კრიტიკული აზროვნება - პრაქტიკა და ხედვა.“

მოსწავლეები კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ. N108 საჯარო სკოლას კი განათლებაში ციფრული ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი გამოყენებისა და უსაფრთხო ციფრული გარემოს ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისათვის, ციფრული განათლებისა და უსაფრთხოების ელჩის სტატუსი მიენიჭა.

სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორმა, გიგი გიორგაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის ტექ-სკოლის დეკანმა შოთა ნიჯარაძემ , საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორმა ნესტან ბაგაურმა, საგანმანათლებლო ტექნოლოგიის გუნდმა, სერტიფიკატებით დააჯილდოვეს როგორც სკოლა, ასევე მოსწავლეები და მათი პედაგოგი ირინა მარკოზაშვილი. რომელსაც ასევე მიენიჭა ციფრული განათლებისა და უსაფრთხოების ელჩის სტატუსი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203