ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე შემოქმედებითი უნარები გაიუმჯობესეს
20-11-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილები გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით და მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.

მათ შორის, მეოთხეკლასელებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე შემოქმედებითი უნარები გაიუმჯობესეს და Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები.

მათი შრომა უყურადღებოდ არ დარჩენილა და თითოეულ მოსწავლეს საჩუქრად გადაეცა საკუთარი ნამუშევრის ბეჭდური ვერსია.

„სიხარულითა და მონდომებით სავსე პატარა სახეები - ჩვენი ყველაზე დიდი მოტივაციაა!“-აღნიშნავენ სკოლაში და მე-4 კლასელებს წარმატებასა და ხალისიან სასწავლო დღეებს უსურვებენ. 

მე-4 კლასელთა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურა ხაკიანი გახლავთ, დამრიგებლები კი - ცირა მელაძე და მარიამ იობაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203