ციფრული სამყარო, შემოქმედებითი აზროვნება და უცხოურ ენაზე კომუნიკაცია -ინოვაციური ინტეგრირებული გაკვეთილი ქუთაისის №32 სკოლაში 
20-11-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, თანამედროვე სასწავლო მეთოდებით, გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით. 

ახლახან, VIდ კლასში ჩატარდა ინოვაციური ინტეგრირებული გაკვეთილი - კომპიუტერული ტექნოლოგიები და ინგლისური ენა, სადაც ციფრული სამყარო, შემოქმედებითი აზროვნება და უცხო ენაზე კომუნიკაცია ერთიან საგანმანათლებლო სივრცედ გაერთიანდა.

მოსწავლეებმა Minecraft Education-ის ვირტუალურ გარემოში საკუთარი ფერმები შექმნეს, დაგეგმეს და მოაწყვეს ციფრული სივრცე, შემდეგ კი თავიანთი ნამუშევრები ინგლისურ ენაზე წარადგინეს.

ეს იყო სწავლების განსხვავებული გამოცდილება, სადაც:

  • ტექნოლოგია ცოდნის მიღების საშუალებად იქცა;
  • ინგლისური ენა რეალური კომუნიკაციის ინსტრუმენტად;
  • შემოქმედებითი იდეები - პრაქტიკულ პროექტად;
  • თანამშრომლობა და დამოუკიდებელი აზროვნება - სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად.

„ეს არის თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - სწავლა კეთებით, საგნების ინტეგრაცია და ციფრული შესაძლებლობების გამოყენება კომპეტენციების განსავითარებლად.

ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენებას - ვასწავლით ტექნოლოგიების დახმარებით შექმნას, აზროვნებასა და საკუთარი იდეების წარმოჩენას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ინტეგრირებულ გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურა ხაკიანი და ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ციცვიძე.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203