ზეიმად ქცეული პირველი საანბანო გაკვეთილი ხრეითის N2 საჯარო სკოლაში
20-11-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

ეს დღე პირველკლასელებისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან პირველად შეხვდნენ ქართულ ანბანს, პედაგოგმა მაია მიქაცაძემ კი პატარებს მრავალფეროვანი - სასწავლო-შემეცნებითთან ერთად საზეიმო და შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა და პატარებს პირველი საანბანო გაკვეთილი დღესასწაულად უქცია. 

„აი ია“-ს შემობრძანება“ ბავშვებმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება სავსე იყო თამაშით, აქტივობით და დაუვიწყარი ემოციებით. მოსწავლეები ენთუზიაზმით ასრულებდნენ დავალებებს , ეხმარებოდნენ ერთმანეთს და საბოლოოდ შეძლეს „ა“ და „ი“ ასოების ამოცნობა, გარჩევა და დაკავშირება შესაბამის საგნებთან. 

„გვინდა წარმატებები და წინსვლა ვუსურვოთ ჩვენს პატარებს განათლების და განვითარების საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში და პირველკლასელებს კიდევ უფრო საინტერესო საანბანო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203