წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ატესტატთან ერთად საერთაშორისო სერტიფიკატს მიიღებენ
20-11-2026

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

19 ნოემბერს, სკოლას სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის პრეზიდენტი მაია წერეთელი ეწვია. 

მაია წერეთელი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცა ამერიკის სასტუმროების და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის პროგრამა.

სკოლის დამთავრებასთან ერთად მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის სპეციალისტის. სტაჟირებას კი გაივლიან Courtyard by Marriott Batumi-ში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მიღებული პრაქტიკაა ევროპასა და ამერიკაში, როდესაც ახალგაზრდები სკოლასთან ერთად პროფესიას ეუფლებიან.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა პირველი იქნება საქართველოში, რომლის მოსწავლეებიც ატესტატთან ერთად საერთაშორისო სერტიფიკატს მიიღებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203