ალათუმანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო გაკვეთილი და მრავალფეროვანი აქტივობებით დაწყებული ანბანის სწავლა
20-11-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის პირველკლასეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგმა, აქსანა მიქაელიანმა მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად იზრუნა და პატარებს მრავალფეროვანი - სასწავლო-შემეცნებითთან, ერთად სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა. 

მათი პირველი აღმოჩენა სომხური ანბანის პირველი ასო „Ա“ გახდა, პატარები მშობლიური ენის საწყისს დიდი ინტერესით გაეცნენ და ხალისით მოხაზეს. 

დამრიგებელის  ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა დიდი სიხარულით შეაბიჯეს წიგნიერების სამყაროში და მასწავლებელს დაჰპირდნენ, რომ ანბანს დიდი შემართებით ისწავლიან.

„პირველი ასო, პირველი წარმატება და ცოდნისკენ მიმავალი დიდი გზა. წარმატებები პატარებს ანბანის დიდ სამყაროში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203