ქუთაისის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, ნერგები დარგეს
20-11-2026

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე სახელობითი ხეები დარგეს. ნერგების ზრდა-გახარებას ბავშვები შემდგომშიც დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საჯარო სკოლების 2000- მა პირველკლასელმა, ქალაქის სხვადასხვა უბანში, რამდენიმე ჯიშის 2000- ზე მეტი ხე დარგო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

პროგრამის მიზანია მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და მწვანე სივრცეების მოწყობა-განაშენიანება.

„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203