ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
20-11-2026

23 ნოემბერი საქართველოში ოფიციალური უქმე დღეა - მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, დასვენების დღეა ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებშიც. შესაბამისად, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ გაიმართება.

წლის განმავლობაში უქმე დღეები საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრავს იმ დღესასწაულებსა და თარიღებს, რომლებიც ქვეყანაში ოფიციალურ უქმე დღეებად არის გამოცხადებული.

23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას, წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ეს დღე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია.

ზამთრის არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღები - მინისტრის ბრძანება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203