მორიგი საამაყო გამარჯვება ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში -  ოთხმა მოსწავლემ საგანმანათლებლო ოლიმპიადაში ოქროს მედლები დაიმსახურა
20-11-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს. ისინი „კინგსის“ ოლიმპიადის 2026 წლის გაზაფხულის სეზონის ოქროს მედალოსნები გახდნენ.

გამარჯვებულ მოსწავლეებს შორის არიან:

  • თომა ენდელაძე — VI კლასი;
  • ბარბარე ჩაფიჩაძე — VI კლასი;
  • თამარ ჩიტიძე — IV კლასი;
  • გაბრიელ ჯულაყიძე — II კლასი.

მოსწავლეების ეს წარმატება მათი ცოდნის, შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგია. 

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პედაგოგებისა და მშობლების მხარდაჭერაც, რომლებიც ბავშვების განვითარებასა და წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ვულოცავთ ახალგაზრდა გამარჯვებულებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას! ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, ახალ გამარჯვებებსა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას! ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით“,- აღნიშნავენ ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203