ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლე ვახო ვახტანგაძემ კარატეში, საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა
20-11-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მოსწავლეთა მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში Vა კლასის მოსწავლის - ვახო ვახტანგაძის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

14-15 ნოემბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი კარატეში - TBILISI OPEN , რომელშიც ქუთაისის N12 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლე ვახო ვახტანგაძე ( დამრიგებელი: ნათია მამასახლისი) მონაწილეობდა. 

მოსწავლემ ორ კატეგორიაში იასპარეზა და ერთგან პირველი, სხვა კატეგორიაში კი მე-3 ადგილი დაიკავა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ვახოს ამ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203