
3 დეკემბერს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ორი კერძო უნივერისტეტის საკითხს განიხილავს - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ავტორიზაციის საბჭოს წევრები შპს ბრიტანული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს და Შპს კავკასიის უნივერსიტეტის მიმართ წარმოდგენილ საჩივრს განხილავენ.
„საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.