
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადების შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით გრძელდება!
24 და 25 ნოემბერს I-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთხელ აღმოაჩინონ მშობლიური სიტყვის სიღრმე და საკუთარი შესაძლებლობები ჯეროვნად წარმოაჩინონ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს ოლიმპიადებში ჩართვა უკვე პირველი კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
მონაწილეები ტესტის დასრულებისთანავე მიიღებენ სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს, ხოლო ოლიმპიადის დასრულების შემდგომ, შედეგების მიხედვით, მიღებული ქულების შესაბამისად:
100–91 ქულა - გამოვლინდებიან ოქროს დიპლომის მფლობელები;
81–90 ქულა - გამოვლინდებიან ვერცხლის დიპლომის მფლობელები.
მათი სახელობითი ონლაინ დიპლომები კი სახალხოდ განთავსდება.
ასევე გამოვლინდებიან უმაღლესი ხუთი ქულის მფლობელი მოსწავლეები, რომელთა შესახებ, მეორე სემესტრში, გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:
· საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში
· სკოლაში
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე ქართული ენა და ლიტერატურა
ასევე, არ გამოგრჩეთ შემოდგომის სეზონის ფინალური - მათემატიკის ოლიმპიადა
დამატებითი დეტალებისთვის კი მოგვწერეთ