საღამოს საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა ხელოვნების გაკვეთილზე ორიგინალური კაბების ესკიზები შექმნეს
20-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი წახალისებულია, მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

შემოქმედებითი აქტივობებით განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები. 

ახლახან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე ტანსაცმლის მოდელირების ლამაზი და ორიგინალური ნამუშევრები წარმოადგინეს.

საინტერესო ფერთა შეხამების, დეკორატიული ელემენტებისა და სხვადასხვა მასალის გამოყენებით მათ შექმნეს ორიგინალური კაბების ესკიზები, რომლებშიც გამოავლინეს თავიანთი ფანტაზია, შემოქმედებითი აზროვნება და მხატვრული უნარები.

მოსწავლეთა თითოეული ნამუშევარი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალობითა და პატარა ავტორების შემოქმედებითი მიდგომით.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203