თორიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ზღაპრული ამბებით, თამაშებითა და ფერადი აქტივობებით დაიწყეს
20-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ხალისითა და დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს. 

კლასის დამრიგებლმა გერმინე ტონაკანიანმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა და პატარებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა. 

„პირველი კლასის პატარებისთვის ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში პირველი კარი გაიღო - სტუმრად მობრძანდა სომხური ანბანის პირველი, მზიანი ასო „ა“, რომელიც თითქოს მზის სხივითა და ვარსკვლავის ციმციმით შემოვიდა ოთახში“,-გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მასწავლებლის ხელმძღვანელობით ზღაპრული ამბების, თამაშებისა და ფერადი აქტივობების გზით ბავშვებმა სიხარულით შეისწავლეს დიდი და პატარა ასოს მოხაზულება, ააჟღერეს მისი მკაფიო ბგერა და პირველი სიტყვებიც ააცეკვეს. 

გაკვეთილის ბოლოს ასო-ბგერა „ა“-მ საპატიო ადგილი დაიკავა „ანბანის კედელზე“,-ასე დაიწყო პატარების დიდი და ლამაზი მეგობრობა ასოებთან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203