
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისითა და დიდი შემართებით შეაბიჯეს.
პატარების პირველი საანბანო გაკვეთილი ზეიმად ექცათ. სომხური ენის მასწავლებლმა, ლარისა აპოზიანმა პირველ კლასში ჩაატარა ღონისძიება სახელწოდებით - „შეხვედრა ანბანთან“.
ღონისძიება, სასწავლო-შემეცნებითი, საზეიმო და შემოქმედებითი ნომრებით წარიმართა. პატარებმა თემატური ლექსები წარმოთქვეს და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნა წარმოაჩინეს. პედაგოგი კი მათ მშობლიური ანბანის შექმნის შესახებ ესაუბრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პირველკლასელთა მშობლები და სკოლის პედაგოგები.
ღონისძიების ბოლოდ პატარებმა საგნის მასწავლებელთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: