
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ძალზედ საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები, მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავენ და სწავლებისას საინტერესო მეთოდებს მიმართავენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილები ყოველთვის მიმდინარეობს სწავლის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად.
აღსანიშნავია, მე-9 კლასში ჩატარებული გაკვეთილი ისტორიასა და მოქალაქეობაში. გაკვეთილის თემა იყო პოლიტიკური იდეოლოგიების როლი აწმყოსა და წარსულში.
მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთები მოამზადეს, პრეზენტაციები გამართეს და ისაუბრეს მმართველებზე, რომელთაც მსოფლიო ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი არევიკ სირაკანიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: