
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა.
ამ დღეს სკოლაში, კარტიკამისა და ხულგუმოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლეს.
16 ნოემბერს, სოფელ კარტიკამის, ხულგუმოსა და ბავრის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის გაიმართა სასკოლო შეჯიბრება ფრენბურთში.
შეხვედრამ ძალიან თბილად ჩაიარა, მოსწავლეებმა იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
პირველი ადგილი სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს, მე-2 ადგილი სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ერგო, ხოლო მე-3 ადგილი მასპინძლებმა - ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.
ღონისძიების მსაჯი იყოსპორტის მასწავლებელი კ.გაბრიელიანი. მას ასევე ეხმარებოდნენ ხულგუმოსა და კარტიკამის საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლები.
აღსანიშნავია, რომ ბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ამ მიზნით კი კი არაერთი ღონისძიება იმართება.
„ძალიან კარგია როცა მოსწავლე ახალგაზრდობა ჩართულია სპორტულ თამაშებში. ჯანსაღი ცხოვრების წესი მისაღებია და შესანიშნავი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებას მოსწავლე-ახალგაზრდობა, სკოლის პერსონალი და სტუმრები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო