კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნოდარ დუმბაძის უკვდავი ჩანახატი - „სამშობლო“, მსახიობმა ზურაბ ჯინჭარაძემ წაუკითხა
20-11-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციები, ისტორია და განათლება ერთიანდება.

სულ ცოტა ხნის წინ სკოლაში მსახიობ ზურაბ ჯინჭარაძეს უმასპინძლეს, რომელმაც მოსწავლეებს ნოდარ დუმბაძის უკვდავ ჩანახატი - „სამშობლო“ წაუკითხა. შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

ვიდეოჩანაწერს სკოლა ფართო საზოგადოებას უზიარებს:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203