კრწანისის საჯარო სკოლაში გალაკტიონის პოეზიის საღამო გაიმართა 
20-11-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში გალაკტიონის პოეზიამ იზეიმა. 

მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიუძღვნეს. 

17 ნოემბერი, პოეზიის მეფის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გალაკტიონის შემოქმედება ქართული სულის ის უშრეტი საგანძურია, რომელიც დროს არ ემორჩილება და ყოველ წაკითხვაზე ხელახლა იბადება.

ამ დღის პატივსაცემად, სკოლის მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ ააჟღერეს პოეტის უკვდავი სტრიქონები, რათა ყველას ერთად შეეგრძნო ქართული სიტყვის ჯადოსნური ძალა.

„ნოემბრის სუსხსა და ფოთოლცვენას ყველაზე მეტად გალაკტიონის მუსიკა უხდება - სიტყვებად ქცეული სევდა, სინათლე და მარადიულობა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გალაკტიონის პოეზიის სიდიადისა და სილამაზის შეცნობაში ეხმარებიან.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203